სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - www.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

გაცხადება

- 26/09/2018



ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის,  საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის  ზაზა რუხაძისა და მერიისა და საკრებულოს ოთხი საჯარო მოხელის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

მას შემდეგ რაც აღნიშნულმა პირებმა ადმინისტრაციას წარუდგინეს ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი განცხადებები  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა გათვალისწინებით დატოვეს თანამდებობები. დღესვე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა და უმრავლესობით მხარი დაუჭირა წევრის, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ზაზა რუხაძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას.